სკოლა “თამარისმა” დაიწყო პირველკლასელთა რეგისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლისათვის.

სკოლა “თამარისმა” დაიწყო პირველკლასელთა რეგისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლისათვის.
👩‍🏫 სკოლა “თამარისმა” დაიწყო პირველკლასელთა რეგისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლისათვის.
🧑‍🏫ასევე გრძელდება მობილობა სხვა სკოლებიდან გადმოსვლის მსურველებისთვის. 
👶სკოლამდელი ბავშვები სასწავლო მზაობის შესამოწმებლად გაივლიან გასაუბრებას, რის შედეგადაც ჩაირიცხებიან
პირველ კლასში.
 🧑‍🎤პირველ კლასში მიიღებიან ის მოსწავლეები, რომლებიც 6 წელს შეასრულებენ სწავლის დაწყებამდე(2021 წლის 15 სექტემბრამდე).ადგილები შეზღუდულია.
👩‍🎤2021–22 სასწავლო წლისათვის სკოლას შეუძლია მიიღოს:I კლასში –8 მოსწავლე. IIკლასში 3 მოსწავლე– IIIკლასში 9 მოსწავლე, IVკლასში 2 მოსწავლე, Vკლასში 4 მოსწავლე, VI კლასში 2 მოსწავლე,VIIკლასში 6 მოსწავლე,VIIIკლასში 5 მოსწავლე, IXკლასში 5 მოსწავლე, Xკლასში 6 მოსწავლე
XIკლასში 6 მოსწავლე, XIIკლასში 2 მოსწავლე........
  🏫სკოლა „თამარისის“ პრიორიტეტებია:
 📕სწავლების ინოვაციური მეთოდები და ცოდნის მაღალი
ხარისხი; 
📓მოსწავლეთა მაღალი აკადემიური შედეგები; 
  📔მასწავლებელთა შერჩევა და შეფასება კვალიფიკაციისა და სერტიფიკაციის შესაბამისად;
   📒გახანგრძლივებული დღის რეჟიმის პირობებში,
მასწავლებლების მიერ დამატებითი მეცადინეობის ჩატარება და დახმარების გაწევა; 
 📗მშობლებთან თანამშრომლობა.
  🤖I-VI კლასებში მოსწავლეები გაივლიან კომაროვის სკოლის პროგრამასაც.
 🌞სკოლა განსაკუთრებულად ზრუნავს მოსწავლეთა პატრიოტულ,სულიერ და ზნეობრივ
განვითარებაზე.
 🕸მოსწავლეებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება რესპუბლიკურ და ქალაქის მასშტაბით გამართულ ოლიმპიადებში, კონკურსებში,ვიქტორინებში.
 🗣სკოლა გთავაზობთ: სუფთა, კომფორტულ და შინაურულ გარემოს.
  👨‍👨‍👧‍👦მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომის მიზნით და სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის
მაღალი შედეგებისთვის, თითოეული კლასი დაკომპლექტებულია 10-14 მოსწავლით.
  👼I -დან VI კლასის ჩათვლით მოქმედებს გახანგრძლივებული დღის რეჟიმის ცენტრი (ერთჯერადი ეკოლოგიური კვებით და წრეების მომსახურებით).
 🇬🇧🇧🇶🇩🇪უცხოური ენების გაღრმავებული სწავლება. (ინგლისურ ენას ემატება საათები. რუსული ენის შესწავლა იწყება IV კლასიდან, ხოლო X კლასიდან მოსწავლეებს საშუალება აქვთ მესამე უცხო ენად აირჩიონ გერმანული ან ფრანგული).
 💥მოსწავლეებს ემსახურება ბიბლიოთეკა.სამედიცინო ცენტრი.ფსიქოლოგი. 
💲შპს „თამარისის“ სწავლის საფასური კლასების მიხედვით 2021-2022 სასწავლო წლისათვის:
I-XI კლასები- 1600(ათას ექვსასი) ლარი
XII კლასი-1800(ათას რვაასი)ლარი
 💃სკოლა სასწავლო პროგრამების გარდა გთავაზობთ დამატებით უფასო და ფასიან (არჩევით) მომსახურებებს.
👑უფასო მომსახურებებია:ფსიქოლოგის საათი. თეოლოგის საათი.რელიგიების ისტორიის,ევროპის და ამერიკის ახალი და უახლესი ისტორიის,აშშ–ის ისტორიის,აფრიკისა და აზიის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის,ბიზანტია–საქართველოს ურთიერთობების,საქართველოს ეკლესიის ისტორიის,მეღვინეობის და ქართული სუფრის ტრადიციების წრეები.
👀ფასიანი მომსახურებებია: ტრანსპორტით მომსახურება,გახანგძლივებული დღის რეჟიმის
ცენტრი,სააბიტურიენტო მოსამზადებელი ჯგუფები,VII კლასს ზემოთ სტუდიები.
👨‍🎤ტარიფები:
🌙გახანგძლივებული დღის რეჟიმის ცენტრი–140 ლარი თვეში(შედის ტრანსპორტით მომსახურება,კვება)
🦚სააბიტურიენტო მოსამზადებელი ჯგუფები(ერთ საგანში მომზადების ფასია–თვეში 100 ლარი).
🤩VII კლასს ზემოთ სტუდიები–(თანხა სტუდიის ხელმძღვანელთან შეთანხმებით)
🚌ტრანსპორტის მომსახურების ღირებულებაა 40-50 ლარი ( საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
🦸სწავლის შეღავათები/ფასდაკლებები განისაზღვრება შემდეგნაირად:
 -👩‍👦ორი დედმამიშვილებისათვის გათვალისწინებულია ფასდაკლება 10%-ით.
 -👨‍👨‍👦 სამი და მეტი დედმამიშვილებისათვის გათვალისწინებულია ფასდაკლება 15%-ით.
(შესაძლებელია სწავლის საფასურის გადანაწილება 9 თვეზე.წინასწარ ერთიანად გადახდის შემთხვევაში გათვალისწინებულია 10 % -იანი შეღავათი.)
 👻სკოლაში განცხადებისა და საბუთების მიღება დაიწყება 2021 წლის 17 მაისიდან .
👩‍💼მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი საბუთები მიიღება განცხადებასთან ერთად. მშობელმა/კანონიერმა
წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: დაბადების მოწმობის ასლი ნოტარიულად დამოწმებული.
🚑ჯანმრთელობის ცნობა-ფორმა №100. 
 🌍ფოტო 3x4 -4 ცალი,
🌊მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლები, ტელეფონის/მობილურის ნომრებისა და ელ.ფოსტის მისამართების მითითებით,ობოლი თუ არის, მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი.
📡ერთი თვის სწავლების საფასურის სკოლის საბანკო ანგარიშზე
ჩარიცხვის ქვითარი
🍁მშობელმა შეუძლია განცხადება და საბუთები უნდა წარმოადგინონ მატერიალური სახით (სამუშაო
დღეებში 10:00-დან 15:00-მდე). 
 🐳მოსწავლის რეგისტრაცია და ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში.
⚓️შენიშვნა: რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
🥁განცხადებები მიიღება სკოლაში.მისამართი: ბათუმი.გორდეზიანის 3 .
📭დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 592572059 - ;599185681 ან მოგვმართეთ მეილზე:
tamarisibat@gmail.com

    13-07-2021, 12:35

კომენტარები