» სადამრიგებლო
Image [xfgiven_youtube]
[/xfgiven_youtube]

სადამრიგებლო  პროგრამა

  • სკოლის სადამრიგებლო პროგრამა ეფუძნება საქართველოს კანონ - ,, განათლების შესახებ და ესგ-ში მოცემულ მიზნებსა და ამოცანებს და შექმნილია მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის საფუძველზე.
  • სკოლაში ყველა კლასს  ჰყავს დამრიგებელი, რომელიც ასევე ამავე სკოლის პედაგოგია(მათ კანდიდატურებს დირექტორთან წარადგენს მოადგილე სასწავლო  დარგში, რის შემდეგაც ხდება მათი დამტკიცება დირექტორის მიერ).
  • დამრიგებელი სკოლაში იმყოფება სწავლის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, კლასის სასწავლო პროცესის დასრულებამდე.
  • დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში; ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მათ ჩაბმას სხვადასხვა კლუბსა თუ წრეშიგანუვითაროს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერება; დაეხმაროს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.

კლასის დამრიგებლის მოვალეობები

დამრიგებელს ევალება:

  • გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
  • დაწყებით საფეხურზე ჩაატაროს სადამრიგებლო საათი არანაკლებ ორ კვირაში ერთხელ, საბაზო-საშუალო საფეხურებზე - არანაკლებ თვეში ერთხელ. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა მოსწავლის ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს სხვადასხვა უნარის განვითარებაზე (მაგ.: კითხვის უნარის განვითარება (დაწყებით საფეხურზე), გარემოსდავითი კულტურის განვითარება და სხვ.) სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით.
  • დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
  • იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;
  • რეგულარულად (მინიმუმ თვეში ერთხელ) მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვა მოსწავლის/მშობლის თანდასწრებით საუბარი;
  • საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
  • სასწავლო წლის ბოლოს გააანალიზოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის მიღწევები, გაკვეთილებზე დასწრება და ქცევა მასწავლებლებისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოამზადოს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ და მიაწოდოს მშობელს და შეინახოს თავადაც, მოსწავლის განვითარებაზე შემდგომი დაკვირვების მიზნით;
  • მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ და მოათავსოს მოსწავლის პირად საქმეში.      
  • საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, IV კლასის ბოლოს დაწეროს შემაჯამებელი წერილობითი შეფასება.

 დამრიგებლის სააღმზრდელო მუშაობა ემყარება შემდეგ პრინციპებს:

1. სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების

ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ;

2. მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება და მისი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;

3. მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება - დამრიგებელმა მოსწავლეებს

საშუალება უნდა მისცეს, მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში;

4. თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, პატივისცემასა და ნდობას.

სადამრიგებლო პროგრამის ძირითადი მიმართულებები

შეხვედრები მშობლებთან

ინდივიდუალური

კოლექტიური

ინდივიდუალური

კოლექტიური

  • შეფასებები
  • კომენტარები

აღმზრდელობითი

  • აკადემიური მოსწრება
  • ყოფაქცევა

ზოგადი საკითხები

  • სამოქალაქო განათლება
  • ფიზიკური აღზრდა
  • ესთეტიკური აღზრდა
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია
  • პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვა

საბაზო და საშუალო საფეხურზე სადამრიგებლო სასაუბრო თემები ორიენტირებულია შემდეგი  მიმართულებებით:  

  1. პიროვნული და მორალური განვითარება;
  2. გარემოს დაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი;
  3. მეწარმეობის უნარის განვითარება;
  4. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;
  5. უსაფრთხოება და ძალადობისაგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია;
  6.  მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება;
  7. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების მნიშვნელობა; 

გარემოსდაცვითი კულტურის განვითარების, ცხოვრების ჯანსაღი წესის უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაციით გათვალისწინებული მიმართულებების ფარგლებში დაწყებით კლასებში (I-IV კლასები) არანაკლებ კვირაში ერთხელ კითხვის საათის ჩატარება, რომელიც ორიენტირებული იქნება წიგნიერების კომპეტენციის გაძლიერებაზე შემდეგი მეთოდებით: 

ა) კითხვის ტექნიკის გაძლიერებით;

ბ) წაკითხულის განხილვა-გააზრებით;

გ) ანალიზის უნარის განვითარებით;

       დ) მსჯელობის უნარის განვითარებით;

       ე) პრეზენტაციის უნარის განვითარებით;

       ვ) შემოქმედებითი უნარების განვითარებით და სხვ.

აქტივობები: სასწავლო-შემოქმედებითი ექსკურსიებიმხატვრულ-ლიტერატურული ღონისძიებებიშემეცნებით-ინტელექტუალური ღონისძიებებიშიდასასკოლო კონკურსებისშეხვედრებისა და გამოფენების მოწყობასპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა;  სასკოლო კლუბებში მოსწავლეთა აქტიური ჩართვ, სკოლათშორის გაცვლით ღონისძიებებში  მონაწილეობა. 

14-09-2019, 23:59
ვრცლად

14-09-2019, 11:04
ვრცლად