» თვითმართველობა
Image [xfgiven_youtube]
[/xfgiven_youtube]

,დამტკიებულია“

შპს ,,თამარისის“

დირექტორის 2019  წლის   -- --------------  N-- ბრძანებით

 

 

 

 

 

 

შპს ,,თამარისი“

 მოსწავლეთა თვითმმართველობის 

დებულება

 

 

 

 

 

 

 

 

 

  1. სასწავლო წელი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  1. მოსწავლეთა თვითმმართველობა არის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არჩეული ორგანო. იგი წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს და უფლებამოსილებას ახორციელებს მომდევნო სასწავლო წელს მოსწავლეთა შესაბამისი თვითმმართველობის ახალი არჩევნების ჩატარებამდე.
  2. მოსწავლეთა თვითმმართველობა დაკომპლექტებულია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისაგან, რომლებიც აირჩევიან შესაბამისი საფეხურების მოსწავლეთა მიერ.
  3. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზეფარული კენჭისყრითკლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვითშემდეგი წესით:

ა) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 2 თვის ვადაში;

ბ) მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნების ჩატარების თარიღს ნიშნავს სკოლის დირექტორი;

გ) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს, შესაბამისად, საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლეს;

დ) საბაზო და საშუალო საფეხურების თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს  3 კანდიდატს შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობაში ასარჩევად. გამარჯვებულად ითვლება კლასში ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 3 კანდიდატი;

ე) მოსწავლეები, რომელთაც სურთ არჩეულნი იყვნენ საბაზო ან საშუალო საფეხურის თვითმმართველობაში, რეგისტრაციას გადიან შესაბამისი კლასის დამრიგებელთან არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 დღით ადრე.

ზ) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრობის კანდიდატებს უფლება აქვთ ჩაატარონ   წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია  ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესი.

1.4.  თვითმმართველობის წევრები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევენ   თვითმმართველობის თავმჯდომარეს, რომელიც ხელმძღვანელობს ორივე საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობას. 

  1. მოსწავლეთა თვითმმართველობა ვალდებულია, თავისი საქმიანობა წარმართოს ამ დებულების საფუძველზე და მის შესაბამისად, წვლილი შეიტანოს მოსწავლეთა განვითარებაში.

 

მუხლი 2. მიზნები და ამოცანები

2.1. მოსწავლეთა თვითმმართველობის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სკოლის ფუნქციონირებასა და მმართველობით საკითხებში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას.

2.2. მოსწავლეთა თვითმმართველობა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში

იცავს და წარმოადგენს მოსწავლეების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს

თანამშრომლობს სხვა საგანმანათლებლო, სასწავლო და სპორტულ/კულტურულ დაწესებულებებთან; 

მოსწავლეთა თვითმმართველობის მიზნების მისაღწევად ახორციელებს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2.3. მოსწავლეთა თვითმმართველობის ძირითად მიზნებს წარმოადგენს:

  • მოსწავლეთა პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა და აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლის მმართველობითი ორგანოების ინფორმირება. 
  • სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება.
  • მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება,  ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
  • კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა; მოსწავლის მიერ საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა.
  • მოსწავლეთა ჩარტა სხვადასხვა ღონსძიებებსა და აქტივობებში და ა.შ.

 

მუხლი 3. თვითმმართველობის დაფინანასების წყაროები:

 

მოსწავლეთა თვითმმართველობის დაფინანსების წყაროებია

სკოლის ბიუჯეტი

მოსწავლეთა მიერ მოპოვებული გრანტები, შემოწირულობები;

სხვაკანონით ნებადართული შემოსავლები.

 

 

 

 

მუხლი 4. მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის არჩევის წესი

 

  1. მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე არის მოსწავლეთა თვითმმართველობის უმაღლესი თანამდებობის პირირომელიც თავმჯდომარეობს თვითმმართველობას და წარმოადგენს  მესამე პირებთან ურთიერთობაში;
  2. თვითმმართველობის წევრები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევენ შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარეს, რომელიც ხელმძღვანელობს საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობას. 
  3. მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე აირჩევა მოსწავლეთა შესაბამისი თვითმმართველობის ახალი არჩევნების ჩატარებამდე;

 

მუხლი 5. მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის ფუნქციები

მოსწავლეთა თვითმმარველობის თავმჯდომარე 

ხელმძღვანელობს მოსწავლეთა თვითმმართველობას

) წარმოადგენს მოსწავლეთა თვითმმართველობას სკოლის დირექციასთან და მესამე პირებთან ურთიერთობაში

კოორდინაციას უწევს მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ შექმნილი კლუბების საქმიანობას

კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს

 

 

 

 

მუხლი 6. მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრისა და თავმჯდომარისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი

 

6.1 საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარისათვის/წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია: 

პირადი განცხადება

მოსწავლის სტატუსის შეჩერება/ სკოლიდან ამორიცხვა/ სწავლის დასრულება; 

სკოლის შინაგანაწესის ან წინამდებარე დებულების წესების უხეში დარღვევა

არასაპატიო მიზნით 2 თვის მანძილზე მასზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა

სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდგარდაცვლილად ან უგზოუკვლოდ დაკარგულად გამოცხადება

სხვა ობიექტური გარემოება.

6.2 საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მოსწავლეთა თვითმმართველობა შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის დარჩენილი წევრებიდან ირჩევს თავმჯდომარეს დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.

 

მუხლი 7. თვითმმართველობის მუშაობის წესი

 

7.1 მოსწავლეთა თვითმართველობას ხელმძღვანელობს თვითმართველობის მიერ არჩეული თავმჯდომარეხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში სხდომას წარმართავს ხმათა უმრავლესობით არჩეული პირი.

7.2 თვითმართველობის პირველი სხდომა იმართება მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევიდან 7 დღის ვადაში, ხოლო შემდგომ - მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარს მიერ საჭიროების შემთხვევაში. 

 

მუხლი 8. თვითმმართველობის ძირითადი ფუნქციები

თვითმმართველობა დასახული მიზნების მისაღწევად ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:

  • წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობას იღებს სკოლის პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში;
  • შეიმუშავებს და სკოლის დირექტორს წარუდგენს მნიშვნელოვან მოსაზრებებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშრებით;
  • თანამშრომლობს დირექციასთან და სხდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ათანხმებს მასთან;
  • იცვას მოსწავლეთა ინტერესებს და მათი უფლებებს, საჭიროების შემთხვევაში შუამდგომლობს   მოსწავლეებს სკოლის დირექციასთან;
  • ხელს უწყობს სკოლაში არსებული კლუბების აქტიურ მუშაობას;
  • მონაწილეობას იღებს სკოლაში მიმდინარე ღონისძიებების, პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
  • შუამდგომლობას აყენებს სკოლის დირექტორთან გამორჩეული მოსწავლეების წახალისების საკითხთან დაკავშირებით;
  • გეგმავს გამოფენებს სკოლის ტერიტორიაზე სკოლის დირექტორთან შეთანხმებით;
  • შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესთან დაკავშირებით;
  • დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სკოლისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან დაკავშირებით;
  • დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში;
  • წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს და ირჩევს მათ ხელმძღვანელებს;
  • უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობას იღებს დისციპლინური კომიტეტის მუშაობაში.

 

 

მუხლი 9. დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა

დებულების დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება სკოლის დირექტორის ბრძანებით.

14-09-2019, 23:59
ვრცლად