ს ა რ ჩ ე ვ ი

 სკოლის მისია;
 სასწავლო წლის კალენდარი;
 დღის რეჟიმი;

 მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების წესები (რომელიც განსაზღვრავს ვადებსა და პირობებს გაცდენილი
შემაჯამებლი დავალებების აღდგენისთვის, საშემოდგომო გამოცდების ჩატარებისთვის და სხვა);
 სასკოლო საათობრივი ბადე და შემაჯამებელი დავალების რაოდენობა;
 გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების ნუსხა კლასების/დონეებისა და საგნების მიხედვით;
 საგნობრივი კათედრები;
 სადამრიგებლო პროგრამა;
 ინკლუზიური განათლება
 ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებელი/გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების
ჩამონათვალი და აღწერილობა;

2

მისია
სკოლა „თამარისი“მოსწავლეებს სთავაზობს საუკეთესო განათლებას მზრუნველ და აკადემიური გამოწვევებით აღსავსე
გარემოში, აძლევს შესაძლებლობას, მიაღწიონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს და გახდნენ ქმედითუნარიანი, საზოგადოებრივი
პასუხისმგებლობის მქონე, ქრისტიანულ, დემოკრატიულ ცნობიერებაზე დაფუძნებული გლობალური მოქალაქეები.სკოლის მისიაა
მოსწავლეებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ზოგადი განათლების მიცემა. ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო
ღირებულების მქონე თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების, უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს შექმნა,
ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება,ოჯახის, საზოგადოებისა და სამშობლოს
წინაშე უფლება–მოვალეობების გაცნობიერებაში დახმარება.

ხედვა
სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს  ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ,  სულიერ, განვითარებაზე, რათა ჩამოყალიბდეს
სოციუმის სრულუფასოვან წევრად.  ჩვენ  დარწმუნებული ვართ, რომ სწავლება და სწავლა უნდა იყოს ყველასთვის განსხვავებული.
 სკოლის ყველა თანმშრომლს კარგად ესმის, რომ არ არსებობს  სწორხაზოვანი სწავლება, რადგან ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური
ნიჭი, შესაძლებლობა და განვითარების განსხვავებული პოტენციალი, ამიტომ სკოლა ზრუნავს, თითოეულმა მოსწავლემ შეიგრძნოს და
დაინახოს სკუთარი განვითარების პროგრესი. როგორ? თანადგომით, პასუხისმგებლობით, თანამშრომლობით, სიყვარულით,
ერთგულებით …
მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან ღირებული სასწავლო გამოცდილებით, აქვთ საკუთარი განვითარების ინდივიდულური გზა.
ისინი არიან მტკიცე, თუმცა სიკეთითა და მიუკერძოებლობით გამსჭვალული.
სკოლა მიმართულია  თითოეული მოსწავლის  შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასა და
მაქსიმალურად განითარებაზე. ხელს უწყობს თითოეული ბავშვის ცხოვრებას და წარმატებას დღევანდელ საზოგადოებაში სკოლისა და
ოჯახის კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების გზით.
ჩვენ ვცვლით საქმიანობას ბავშვის მოთხოვნილების მიხედვით!
ძირითადი ღირებულებები:
სამართლიანობა
უსაფრთხოება;
ინოვაციის გზით სვლა;
სწრაფვა სრულყოფილებისკენ;
განვითარება სწავლის საშუალებით;
განათლების მაღალი ხარისხი;
კონკურენტუნარიანი მოქალაქის აღზრდა;
გლობალურ პროცესში ინტეგრაცია;

3

საზოგადოების მაღალი ჩართულობა.
2023-2024 სასწავლო წლის კალენდარი
სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად. მას სემესტრებად ყოფს ზამთრის არდადეგები.

II – XI კლასებისთვის – სულ 175 სასწავლო დღეა
I სემესტრი: 75 სასწავლო დღე;
II სემესტრი: 100 სასწავლო დღე.
I სემესტრი დაიწყება 2023 წლის 15 სექტემბერს და დასრულდება 2023 წლის 29 დეკემბერს.
II სემესტრი დაიწყება:
ა) II – XI კლასებისთვის – 2024 წლის 15 იანვარს და მთავრდება 2024 წლის 14 ივნისს;
ბ) I კლასებისთვის – 2024 წლის 15 იანვარს და მთავრდება 2024 წლის 20 მაისს;
გ) XII კლასებისთვის – 2023 წლის 15 იანვარს და მთავრდება 2023 წლის 27 მაისს;
ზამთრის არდადეგები იწყება 2023 წლის 30 დეკემბრიდან და გრძელდება 2024 წლის 14 იანვრის ჩათვლით.
საგაზაფხულო არდადეგები იწყება 2023 წლის 8 მარტიდან და მთავრდება 2023 წლის 14 მარტს.
სააღდგომო არდადეგები იწყება 2024 წლის 3 მაისიდან და მთავრდება 2024 წლის 6 მაისს.
2023-2024 სასწავლო წელს სწავლის ხანგრძლივობა მოიცავს:
 II – XI კლასებისთვის 36 კვირას(175 დღე);
 I კლასებისთვის 34 კვირას(161 დღე);
 XII კლასებისათვის 33 კვირას(156 დღე).
 I სემესტრი – 74 სასწავლო დღე
 სექტემბერი – 11 სასწავლო დღე
 ოქტომბერი – 22 სასწავლო დღე

4

 ნოემბერი – 21 სასწავლო დღე
 დეკემბერი – 21 სასწავლო დღე
 II სემესტრი – 97 სასწავლო დღე
 იანვარი – 12 სასწავლო დღე
 თებერვალი – 21 სასწავლო დღე
 მარტი – 16 სასწავლო დღე
 აპრილი – 21 სასწავლო დღე
 მაისი – 11/16/20 სასწავლო დღე
 ივნისი – 10 სასწავლო დღე
2023-2024 სასწავლო წლის კალენდარი დანართი N1 სახით თან ერთვის სასკოლო სასწავლო გეგმას.

  1. სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების თარიღები და არდადეგების დრო და ხანგრძლივობა განისაზღვრება კანონმდებლობით.
  2. სასწავლო კვირა ხუთდღიანია.
  3. გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. გამონაკლისს წარმოადგენს პირველი კლასი, სადაც გაკვეთილისხანგრძლივობა 35 წუთია
    და მეორე კლასი, სადაც გაკვეთილების ხანგრძლივობა 40 წუთია. გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს
    გამონაკლისი ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები და ა.შ), როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს
    გაკვეთილების ხანგრძლივობა სასწავლო პროცესის დროის შემცირების მიზნით.
  4. გაკვეთილებს შორის შესვენების ხანგრძლივობაა I და II კლასებისთვის 5 წუთი,III-XII კლასებისთვის 5 წუთი;მესამე და მეოთხე გაკვეთილის შორის
    კი 10 წუთი.
  5. დღის რეჟიმი დანართის სახით (დანართი N2) თან ერთვის სასკოლო სასწავლო გეგმას.
    მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების წესები
    შეფასების მიზანი
    მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე
    ზრუნვას და, მეორე მხრივ, სწავლა-სწავლების ხარისხის მონიტორინგს. შეფასება უნდა იძლეოდეს ინფორმაციას მოსწავლის ინდივიდუალური
    პროგრესის შესახებ.
    მოსწავლის შეფასების ამოცანები
    მოსწავლის შეფასების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:
    ა) აჩვენოს როგორ მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესი და მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება;
    ბ) ახალი სასწავლო საკითხის/თემის დაწყებამდე დაადგინოს მოსწავლის წინარე ცოდნა და წარმოდგენები;

5

გ) გამოავლინოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას, ასევე რამდენად გააზრებულ
და ეფექტიან ნაბიჯებს დგამს იგი საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად;
დ) მოიცვას სამივე კატეგორიის ცოდნა;
ე) აჩვენოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენებას შინაარსიან კონტექსტებში.
ძირითადი ამოცანების გადასაჭრელად მოსწავლის შეფასებაში პრიორიტეტი მიენიჭება კომპლექსურ, კონტექსტის მქონე დავალებებს, რომელთა
შესრულება მოსწავლეს უბიძგებს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქტიულად და თანადროულად გამოყენებისკენ.
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება
შეფასების მიზნიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეთა შეფასება დაუკავშირდეს არა მხოლოდ სწავლების შედეგს, არამედ სწავლის
პროცესსაც. ამის უზრუნველსაყოფად სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის აკადემიური მიღწევის დონეს საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში. აფასებს
ცოდნათა ურთიერთდაკავშირების, ცოდნის სამივე კატეგორიის გამოყენებისა და ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარს;
განმავითარებელი შეფასება ადგენს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. მისი
მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლის წინსვლასა და განვითარებას. განმავითარებელი შეფასებით ფასდება ცოდნის კონსტრუირებისა და ცოდნათა
ურთიერთდაკავშირების პროცესი, მოსწავლის მიერ თავისივე ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენის უნარი, ცოდნის სამივე კატეგორიის ათვისების
პროცესი, ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარი, ასევე დგინდება წინარე ცოდნა/წარმოდგენები.
მოსწავლეთა განმსაზღვრელი შეფასების სისტემა
სკოლაში შეფასების სისტემა არის ხუთდონიანი და ათქულიანი. 10 ყველაზე მაღალი ნიშანია, 1 კი – ყველაზე დაბალი. ათქულიანი სისტემა, ერთი
მხრივ, უფრო ზუსტი შეფასების საშუალებას იძლევა, მეორე მხრივ, მეტ საშუალებას აძლევს მასწავლებელს, აჩვენოს მოსწავლეს პროგრესი თუ
რეგრესი.

მოსწავლის აკადემიური მიღწევების შეფასება დონეებისა და ნიშნების მიხედვით

I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მოსწავლე არ ფასდება ქულებით. ამ კლასებში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება.
წლის ბოლოს საგნის მასწავლებლებმა უნდა დაწერონ მოსწავლის მოკლე წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს
მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს დახმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად. კლასის დამრიგებელმა,
საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, IV კლასის ბოლოს უნდა დაწეროს შემაჯამებელი წერილობითი
შეფასება.
V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენება. მოსწავლე ფასდება ათქულიანი
სისტემით, ყველაზე დაბალი ქულა არის 1, ხოლო ყველაზე მაღალი ქულა – 10.
V კლასის II სემესტრიდან XII კლასის ჩათვლით სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში, საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის
უსაფრთხოება“ და არჩევით საგნებში მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.
ოფიციალური სტატუსის მქონე ნიშნები
ოფიციალური სტატუსი აქვს შემდეგ ნიშნებს:
 საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ქულა – საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი კომპონენტის ნიშნები, რომლებსაც მოსწავლე იღებს
სემესტრის განმავლობაში;
 საგნის სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში (სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში გამოითვლება
მისი გათვალისწინებით; გამოთვლის წესი იხ.ქვემოთ);
 საგნის წლიური ქულა – სემესტრული ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება საგანში. წლიურ ნიშანში არ აისახება წლიური გამოცდის ნიშანიც,
რომელიც გათვალისწინებულია საშუალო საფეხურზე. (იხ. ქვემოთ, გამოცდის ტიპები); გამონაკლისს წარმოადგენს მეხუთე კლასის წლიური
ქულა, რომელიც მეორე სემესტრის საგნის სემესტრული ქულის იდენტურია.
 საფეხურის საერთო ქულა – ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) საერთო შეფასება.
საგნის სემესტრული ნიშნის შემადგენელი ნაწილები
სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან სამი კომპონენტის მიხედვით:

სემესტრის განმავლობაში განმსაზღვრელი შეფასებით მოსწავლეები ფასდებიან შემდეგ კომპონენტებში:
ა) მიმდინარე საკლასო დავალება (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები),
ბ) მიმდინარე საშინაო დავალება (VII-XII კლასები),
გ) შემაჯამებელი დავალება (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები).
I-VI კლასებში საშინაო დავალების კომპონენტში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება.
I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი
შეფასება.
V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე
განმავითარებელი შეფასება.
საშინაო, საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტები
საშინაო დავალების კომპონენტით ფასდება ნებისმიერი ტიპის დავალება (წერითი, ზეპირი, ექსპერიმენტი, ნამუშევარი (მაგ. ნახატი, ესე და სხვ.),
რასაც მოსწავლე სახლში ამზადებს.
საშინაო და საკლასო დავალებებში განმავითარებელი შეფასების გამოყენება განსაკუთრებით მაშინ არის სასურველი, როცა მოსწავლე ახალი
ცოდნის/უნარების შეძენის საწყის ეტაპზეა. ამ დროს შეცდომების დაშვება, მათი აღმოჩენა-გაანალიზება სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია.
საგნობრივი ჯგუფების სპეციფიკიდან გამომდინარე საშინაო და საკლასო დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს: ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაცია,
სავარჯიშოების შესრულება, ექსპერიმენტი, დისკუსია და სხვა. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, თითოეულ მასწავლებელს შემუშავებული
აქვს სხვადასხვა აქტივობის ინდივიდუალური შეფასების სქემები.
შემაჯამებელი დავალების კომპონენტში სავალდებულოა კომპლექსური, კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება (მაგ., ესეს დაწერა, პროექტის
მომზადება, ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რეფერატის დაწერა, ამოცანის ამოხსნა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნა,
მოთხრობის შედგენა, მონაცემთა ბაზის შექმნა, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, საველე-გასვლითი სამუშაოს ან სასწავლო ექსკურსიის ანგარიშის

8

მომზადება და სხვ.). ამგვარ დავალებაში შესრულებული სამუშაოს მრავალმხრივი შეფასებისათვის პედაგოგმა უნდა შეიმუშავოს მოსწავლეების
შეფასების კრიტერიუმები.
შემაჯამებელი დავალების კომპონენტი
შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების შედეგს. ამ კომპონენტში ფასდება ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა,
თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ
უნდა წარმოაჩინოს სტანდარტით განსაზღვრული ცოდნა და უნარები.
შემაჯამებელი დავალების აღდგენის წესი
მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება, გაცდენის შემთხვევაში მოსწავლეს ენიშნება აღდგენითი
შემაჯამებელი დავალება, რომელიც შეიძლება შესრულდეს ინდივიდუალური ან ჯგუფური გრაფიკის მიხედვით, გაკვეთილების შემდეგ.
შემაჯამებელი დავალების აღდგენა მოხდება სემესტრის დასრულებამდე ან მობილობის შემთხვევაში, სკოლის მიერ ამორიცხვის შესახებ ბრძანების
გამოცემამდე.
სტანდარტის მოთხოვნათა შესასრულებელად აუცილებელია შემაჯამებელი დავალების კომპონენტში კომპლექსური, კონტექსტის მქონე
დავალებების გამოყენება (მაგ., ესეს დაწერა, პროექტის მომზადება, ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რეფერატის დაწერა, ამოცანის ამოხსნა,
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნა, მოთხრობის შედგენა, მონაცემთა ბაზის შექმნა, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, საველე-
გასვლითი სამუშაოს ან სასწავლო ექსკურსიის ანგარიშის მომზადება და სხვ.). ამგვარ დავალებაში შესრულებული სამუშაოს მრავალმხრივი
შეფასებისათვის პედაგოგმა უნდა შეიმუშავოს მოსწავლეების შეფასების კრიტერიუმები.
ქულების გამოანგარიშების წესი

  1. საგნის სემესტრული ქულის გამოანგარიშების წესი:
    ა) მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში სამივე კომპონენტში (საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი) მიღებული ქულების ჯამი გაიყოფა
    მიღებული ქულების რაოდენობაზე;
    ბ) მიღებული ქულა დამრგვალდება მთელის სიზუსტით (მაგ., 6.15 მრგვალდება 6-მდე, 7.49 მრგვალდება 7-მდე, 8.5 მრგვალდება 9-მდე);
    გ) იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა ჩატარებული შემაჯამებელი დავალება, მისი სემესტრული ქულის
    გამოსაანგარიშებლად სამივე კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი გაიყოფა მიღებული ქულებისა და შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალებების
    რაოდენობის ჯამზე.
    დ) სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, სემესტრული ქულა გამოითვლება მისი გათვალისწინებით: გამოცდის ქულა ემატება საგნის
    სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.
  2. საგნის წლიური ქულის გამოანგარიშების წესი:
    ა) საგნის წლიური ქულის გამოსაანგარიშებლად საგნის სემესტრული ქულების ჯამი გაიყოფა ორზე;
    ბ) საგნის წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით;

9

გ).სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნებში, რომელშიც დაგეგმილია წლიური გამოცდის ჩატარება, ამ გამოცდის ქულა არ აისახება წლიურ
ქულაზე,
დ) თუ მოსწავლეს, სკოლიდან სკოლაში სემეტრის მიმდინარეობისას გადმოსვლის გამო, მოუხდება განსხვავებული საგნების სწავლა და მანამდე
ნასწავლ საგანში მიღებული აქვს შეფასება, რომლის საშუალო არითმეტიკული არის 5.0 ან მეტი, ეს ქულა დაუფიქსირდება ნასწავლი საგნის
სემესტრულ/წლიურ ქულად (თუ საგნის სწავლება მეორე სემესტრში არ გრძელდება). ამასთან, სკოლამ უნდა შეაფასოს მოსწავლე ახალ
განსხვავებულ საგანში, თუ ეს ესწრება სემესტრის დასრულებამდე;
3.საფეხურის საერთო ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) საფეხურის ქულის გამოთვლისას ჯამდება საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულა და ჯამი იყოფა ქულების საერთო
რაოდენობაზე;
ბ) საფეხურის საერთო ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგ., 6.43 მრგვალდება 6.4-მდე, 7.58 მრგვალდება 7.6-მდე).
გ) დამატებითი სავალდებულო საგნის/საგნების შეფასება არ იანგარიშება საფეხურის ქულის გამოთვლისას.
კლასისა და საფეხურის დაძლევა

  1. კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და მოსწავლეს
    მიღებული აქვს ჩათვლა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნებში – სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში, საგანში
    „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ და არჩევით საგნებში, რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას.
  2. დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და
    ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დაძლეული აქვს V-VI კლასები, რაც აძლევს მას საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
  3. საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის  საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის
    პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საბაზო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს  მას საბაზო განათლების ატესტატის  აღების
    ან/და საშუალო საფეხურზე გადასვლის უფლებას.
  4. საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის
    პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს  საშუალო საფეხურში შემავალი ყველა კლასი.
    შეფასება და გაცდენები
  5. მოსწავლეთა გაცდენები აღირიცხება მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალში, მათ შორის, ამ მუხლის მე-5 პუნქტებით
    გათვალისწინებული გაცდენები. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის
    მასწავლებელი. თითოეული მასწავლებელი გაკვეთილის დასაწყისში აღრიცხავს მოსწავლეთა დასწრებას.
  6. თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი
    საათების  30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.
  7. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30%-ში არ
    იანგარიშება ის გაცდენილი დღე/დღეები, როცა ჩატარდა შემაჯამებელი დავალება, თუკი ის მოგვიანებით მოსწავლემ აღადგინა.
  8. სკოლა შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანს იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული
    ცნობილი ხდება სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეზე, შინ სწავლებაზე
    გადასვლის მომენტიდან, არ გავრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.
  9. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ეროვნულ და საერთაშორისო სასპორტო, სახელოვნებო ღონისძიებებში, აგრეთვე, საერთაშორისო

10

და ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში, სკოლის გაცდენის შემთხვევაში, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის
საფუძველზე, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების
კონკრეტული მოსწავლის მიმართ გაუვრცელებლობის თაობაზე.
გამოცდის ტიპები
ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, 2023-2024 სასწავლო წელს სკოლაში შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ტიპის გამოცდები:
 სემესტრული გამოცდა;
 წლიური (სასწავლო წლის დამამთავრებელი) გამოცდა;
 საშემოდგომო გამოცდა;
 ექსტერნატის გამოცდა.
სემესტრული გამოცდა

  1. სემესტრული გამოცდა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის.
  2. სემესტრული გამოცდის დანიშვნისთვის მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი სკოლის დირექტორს მიმართავს პირველი სემესტრის
    შეფასების შემთხვევაში – მეორე სემესტრის დაწყებიდან ერთი კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის შემთხვევაში – სემესტრის დასრულებიდან
    ერთი კვირის ვადაში. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების
    შესახებ. დაშვებაზე უარის შემთხვევაში, გადაწყვეტილება იქნება დასაბუთებული.
  3. მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, სკოლამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები გამოცდის ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარების
    უზრუნველყოფის მიზნით.
  4. მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ნიშანი გამოითვლება შემდეგი წესით:
    სემესტრული გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.
  5. პირველი სემესტრის სემესტრული გამოცდა ინიშნება მეორე სემესტრის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის სემესტრული
    გამოცდა – სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.
    წლიური გამოცდა
    2023-2024 სასწავლო წელს სკოლაში წლიური გამოცდები არ ტარდება.
    საშემოდგომო გამოცდა
  6. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საგნის წლიური ქულა იქნება 5-ზე ნაკლები, სკოლა დაუნიშნავს საშემოდგომო გამოცდას ამ საგანში;
  7. საშემოდგომო გამოცდამდე სკოლა კონსულტაციებს გაუწევს მოსწავლეებს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც მათ დაენიშნებათ აღნიშნული ტიპის
    გამოცდა;
  8. სკოლა საშემოდგომო გამოცდებს ჩაატარებს წერილობითი ტესტირების ფორმით 2024 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრამდე პერიოდში.
    ექსტერნის ფორმით გამოცდა
  9. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით;

11

  1. ექსტერნატის გამოცდას აბარებენ ის პირები, რომლებიც ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების პროგრამებს ძირითადად
    დამოუკიდებლად ძლევენ და ექსტერნატის გამოცდას აბარებენ შესაბამისი განათლების დასადასტურებლად, რაც მათ შემდეგ კლასში/საფეხურზე
    სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს („წინმსწრები“) და აგრეთვე, ის მოსწავლეები, რომელთაც საბაზო/საშუალო საფეხურზე სასწავლო წლის
    მანძილზე კონკრეტული საგნისათვის გათვალისწინებული საათების 30% და მეტი აქვთ გაცდენილი.
    საათობრივი ბადე
    სასკოლო სასწავლო გეგმას დანართი N3 სახით თან ერთვის დასწრებითი სწავლების საათობრივი ბადე, რომელიც:
    ა) განსაზღვრავს საგნის/საგნების წლიური ჯამური საათების რაოდენობას და შემაჯამებელი დავალებების რაოდენობას
    ბ) მოიცავს თითოეული კლასის ყოველდღიური გაკვეთილების განრიგს, რომელიც აზუსტებს კვირის რომელ დღეს, რა თანამიმდევრობით და
    დროის რა მონაკვეთში რომელი საგანი ისწავლება.
    საგანმანათლებლო რესურსების ჩამონათვალი
    სკოლა უზრუნველყოფს სკოლაში არსებული საგანმანათლებლო რესურსების (ბიბლიოთეკა, ლაბორატორია და სხვ.) ხელმისაწვდომობას
    მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის.
    საგანმანათლებლო რესურსების ტიპები შეიძლება იყოს:
    ა) გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელო/სერია;
    ბ) დამატებითი საგანმანათლებლო (მათ შორის, ელექტრონული) რესურსები;
    გ) სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება (რუკები, პლაკატები, მოდელები და სხვ.).
    სასკოლო სასწავლო გეგმას დანართი N4 სახით თან ერთვის გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების ჩამონათვალი.
    საგნობრივი კათედრები
    სკოლაში ფუნქციონირებს სამი საგნობრივი კათედრა:
  2. ქართული, უცხოური ენების და დაწყებითი სწავლების კათედრა.
  3. მათემატიკის,ტექნოლოგიების და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა.
  4. საზოგადოებრივი მეცნიერებების,ესთეტიკისა და სპორტული აღზრდის კათედრა
    სკოლაში შექმნილი კათედრები აერთიანებს საგნობრივ ჯგუფებში შემავალ ყველა მასწავლებელს.
    კათედრების ფუნქციებია:
     საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;
     კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
     საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო
    რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;

12

 სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ., ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება,
ექსკურსიებისთვის საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);
 ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის;
 რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;
 შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზი;
 კათედრის წევრებიდან ირჩევა კათედრის თავმჯდომარე, ერთი სასწავლო წლის ვადით, ხმათა უმრავლესობით. ერთი და იმავე პირის არჩევა
კათედრის თავმჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ სამჯერ.
 კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ (მათ შორის, პირველი სემესტრის დაწყებამდე და ყოველი სემესტრის დასრულებისას საგნის
სწავლების შეჯამების და ანალიზის მიზნით).
სადამრიგებლო პროგრამა
კლასის დამრიგებლის მოვალეობები
 გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის
შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
 დაწყებით საფეხურზე ჩაატაროს სადამრიგებლო საათი არანაკლებ ორ კვირაში ერთხელ, საბაზო-საშუალო საფეხურებზე – არანაკლებ თვეში
ერთხელ. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა მოსწავლის ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს სხვადასხვა უნარის
განვითარებაზე (მაგ.: კითხვის უნარის განვითარება (დაწყებით საფეხურზე), გარემოსდავითი კულტურის განვითარება და სხვ.) სხვადასხვა
აქტივობის მეშვეობით.
 დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
 მოსწავლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში გაიგოს გამოუცხადებლობის მიზეზი და აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს
სკოლის ადმინისტრაციას;
 ქვეყანაში არსებული ეპედემიულოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა სკოლაში
(მორიგეობის დაცვა, დისტანცია მოსწავლეებს შორის, საკლასო ოთახების განიავება და ა.შ);
 ვირუსის პრევენციის მიზნით, შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებსა და მშობლებს;
 იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;
 რეგულარულად (მინიმუმ თვეში ერთხელ) მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული
პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვა
მოსწავლის/მშობლის თანდასწრებით საუბარი;
 საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან
დაკავშირებული ინფორმაცია;
 სასწავლო წლის ბოლოს გააანალიზოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის მიღწევები, გაკვეთილებზე დასწრება და ქცევა
მასწავლებლებისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოამზადოს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება ძლიერი და სუსტი
მხარეების შესახებ და მიაწოდოს მშობელს და შეინახოს თავადაც, მოსწავლის განვითარებაზე შემდგომი დაკვირვების მიზნით;
 მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების
შესახებ და მოათავსოს მოსწავლის პირად საქმეში.
 საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, IV კლასის ბოლოს დაწეროს შემაჯამებელი წერილობითი
შეფასება .

13

დამრიგებლის სააღმზრდელო მუშაობა ემყარება შემდეგ პრინციპებს

  1. სრულფასოვანი აღზრდა – სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების
    ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ;
  2. მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა – დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება და მისი ნიჭისა და
    შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
  3. მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება – დამრიგებელმა მოსწავლეებს
    საშუალება უნდა მისცეს, მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი
    პრობლემების მოგვარებაში,
  4. თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, პატივისცემასა და ნდობას.
    რეკომენდაცია სადამრიგებლო საათის პროგრამის განხორციელების შესახებ
    სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლეების სოციალურ და პიროვნულ განვითარებას, აყალიბებს ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს,
    რაც წარმოადგენს მოსწავლეებსა და მასწავლებელ-დამრიგებელს შორის პოზიტიური ურთიერთობების საფუძველს.
    დამრიგებლები, კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე, წინასწარ გეგმავენ შეხვედრებსა და ღონისძიებებს.
    დამრიგებლის კლასთან მუშაობა წარიმართება შემდეგი ფორმით:
     საუბრები მოსწავლეებთან;
     დისკუსიები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით;
     ვიქტორინების, ღონისძიებების, ექსკურსიებისა და ლაშქრობების ორგანიზება;
     ცნობილ ადამიანებთან, საზოგადო მოღვაწეებთან და მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან თუ
    სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების მოწყობა;
     მოსწავლეთა მშობლებთან, საგნის პედაგოგებთან აქტიური თანამშრომლობა და ა.შ.
    ინკლუზიური განათლება
    ინკლუზიური განათლება გულისხმობს თანაბრად ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო პროცესს, რომლის ფარგლებშიც ყველა მოსწავლისთვის
    უზრუნველყოფილია განათლების ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით მიღება.
    სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე

14

  1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე (შემდგომში – სსსმ მოსწავლე), რომელსაც აქვს სწავლასთან დაკავშირებული
    სირთულეები, ვერ ძლევს შესაბამისი კლასისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს ან/და საჭიროებს
    ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციას/გაფართოებას, გარემოს ადაპტაციას, ალტერნატიულ სასწავლო გეგმას ან/და სპეციალურ
    საგანმანათლებლო მომსახურებას.
  2. სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:
    ა) ფიზიკური შეზღუდვა;
    ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;
    გ) სწავლის უნარის დარღევა;
    დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);
    ე) მეტყველების განვითარების დარღვევა;
    ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა;
    ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;
    თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
    ი) ენობრივი ბარიერის გამო გამოწვეული სირთულეები სწავლაში.
  3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურება ხდება სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის
    (შემდგომში – მულტიდისციპლინური გუნდი) შეფასებისა და დასკვნის საფუძველზე, ასევე მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განისაზღვრება
    სსსმ მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციის საჭიროება. ადაპტაციის სახეებია: მოდიფიკაცია, აკომოდაცია, ინდივიდუალური
    სასწავლო გეგმა, ალტერნატიული სასწავლო მიზნები, ალტერნატიული სასწავლო გეგმა ან/და გაფართოებული სასწავლო გეგმა.
  4. სსსმ მოსწავლისთვის სკოლა უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაციას, სასწავლო გარემოს აკომოდაციას და საჭიროების
    შემთხვევაში ალტერნატიული სასწავლო მიზნების შემუშავებას.
  5. მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაცია ნიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების რაოდენობრივ და/ან
    თვისებრივ ცვლილებებს, რაც შესაძლებელია გულისხმობდეს სასწავლო მიზნების რაოდენობრივ შემცირებას, გამარტივებას მოსწავლის მზაობისა და
    შესაძლებლობების გათვალისწინებით.

15

  1. სასწავლო გარემოს აკომოდაცია ნიშნავს სასწავლო გარემოს ისეთი ცვლილებას, რომელიც არ იწვევს ეროვნული სასწავლო გეგმის შინაარსის
    შეცვლას, არამედ ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შესაბამისი სასწავლო გარემოს და პირობების
    შექმნას ქვემოთ ჩამოთვლილ კომპონენტებში:
    ა) ინსტრუქციის აკომოდაცია;
    ბ) გარემო პირობების აკომოდაცია;
    გ) შეფასების აკომოდაცია;
    დ) დროის, გრაფიკის აკომოდაცია.
  2. ალტერნატიული სასწავლო მიზნების შემუშავება ხდება მძიმე, ღრმა და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის, თუ შეუძლებელია
    ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ზოგიერთი საგნის სწავლება. ალტერნატიული სასწავლო გეგმა გონებრივი განვითარების მძიმე და
    მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის  არის  დოკუმენტი, რომელიც მოიცავს და აღწერს ზოგადი  განათლების დაწყებითი
    საფეხურისათვის საგნების საგანმანათლებლო სტანდარტს, სწავლების რეკომენდაციებს, მიღწევების, ფუნქციური  უნარ-ჩვევებისა და ცოდნის
    შეძენის საშუალებებს.  ალტერნატიული სასწავლო გეგმის მიხედვით  თითოეული საგანი ისწავლება მრავალფეროვანი სასწავლო სტრატეგიების
    გამოყენებით და  მოსწავლეს ფუნქციურ და აკადემიურ  ცოდნას აძლევს. ალტერნატიული სასწავლო გეგმა  განკუთვნილია მძიმე გონებრივი
    განვითარების და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის როგორც სპეციალიზებულ, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში
    სწავლის შემთხვევაში და ასევე  შინ სწავლებისას. ალტერნატიული  სასწავლო გეგმის   ფუნდამენტური პრინციპია – შედეგზე ორიენტირება
    მრავალფეროვანი, მოსწავლეზე ფოკუსირებული სწავლების ფორმებისა და სტრატეგიების გამოყენებით. გონებრივი განვითარების მძიმე და
    მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეების სწავლებისას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის
    საფუძველზე ხელმძღვანელობს ალტერნატიული სასწავლო გეგმით. ალტერნატიული სასწავლო გეგმა ზოგადი და სპეციალიზებული განათლების
    სფეროში მოღვაწე ყველა სუბიექტს ავალდებულებს უზრუნველყოს მძიმე გონებრივი განვითარების  და მრავლობითი დარღვევების მქონე
    მოსწავლეთა სწავლების მაღალი სტანდარტი, რომლის ფუნდამენტური პრინციპი (ეროვნული სასწავლო გეგმის მსგავსად) – სასწავლო შედეგებზე
    ორიენტირებაა. ალტერნატიული სასწავლო გეგმის  განხორციელებაზე პასუხისმგებელია: სპეციალიზირებულ სკოლაში საგნის მასწავლებელი,
    ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში საგნის მასწავლებელი სპეციალური მასწავლებელთან ერთად, შინ სწავლებისას – ყველა ის მასწავლებელი,
    რომელიც შინ სწავლების პროგრამას ახორციელებს.
    ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
  3. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით ეროვნული სასწავლო გეგმის
    ადაპტაციით შექმნილი სასწავლო გეგმა.
  4. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ასახავს შესაბამისი კლასის დამთავრებისთვის მოსალოდნელ სასწავლო შედეგებს, მათ მისაღწევად
    განსაზღვრულ სწავლების სტრატეგიასა და დამატებით საშუალებებს/ღონისძიებებს, შესაბამისი სასწავლო გარემოს შესაქმნელად გასატარებელ
    ზომებს.
  5. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი
    მიღწევის გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით
    გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.
  6. სკოლა მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო
    უკვე იდენტიფიცირებული სსსმ მოსწავლეებისთვის – ორი კვირის ვადაში ქმნის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.
  7. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიძლება მოიცავდეს ყველა საგანს ან რომელიმე კონკრეტულ საგანს/საგნებს სსსმ მოსწავლის საჭიროების
    შესაბამისად.

16

  1. ყოველი სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში დეტალურად უნდა განისაზღვროს:
    ა) სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო (როგორც საკლასო, ისე საშინაო) აქტივობები შერჩეულ საგანში/საგნებში;
    ბ) დრო, რომელსაც მასწავლებელი დაუთმობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო შედეგების მიღწევას თითოეულ
    საგანში;
    გ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ჯგუფური/ინდივიდუალური მეცადინეობები, მეცადინეობების გრაფიკი, ადგილი და ხანგრძლივობა;
    დ) დამატებით ჯგუფურ/ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი: საგნის მასწავლებელი, მშობელი და/ან სპეციალური
    მასწავლებელი, საჭიროების შემთხვევაში სხვა სპეციალისტი;
    ე) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი რესურსი (სახელმძღვანელოები და მოსწავლისათვის საჭირო სხვა საგანმანათლებლო/განმავითარებელი
    რესურსი) და რესურსით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, მათ შორის, მშობელიც;
    ვ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური რესურსები.
  2. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ბავშვის კოგნიტური, აკადემიური, საგნობრივი კომპეტენციების, ინტერესების,
    სოციალური, ქცევითი, ემოციური, მოტორული და სხვა სფეროების შესახებ, ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.
    ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი ისგ ჯგუფი
  3. სკოლის დირექტორის ბრძანებით თითოეული სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესამუშავებლად განისაზღვრება ისგ
    ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას და ხელს შეუწყობს მის განხორციელებას.
    ისგ-ს ჯგუფი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ისგ-ს შიდა მონიტორინგში და მასალა წარუდგინოს სკოლის დირექტორს.
  4. სკოლის ისგ ჯგუფი შედგება შემდეგი წევრებისაგან:
    ა) სსსმ მოსწავლის კლასის დამრიგებელი;
    ბ) საგნის მასწავლებლები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან მოსწავლეს;
    გ) სკოლაში ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი/სპეციალისტები;
    დ) სსსმ მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი;
    ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეული სხვა სპეციალისტი.
  5. ისგ ჯგუფს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი, რომელიც წარმართავს ჯგუფის წევრების მუშაობას და პასუხისმგებელია ჯგუფის საქმიანობაზე.
    ჯგუფს ხელმძღვანელობას უწევს დამრიგებელი.
  6. ისგ ჯგუფი იკრიბება, სასწავლო წლის განმავლობაში მინიმუმ 4-ჯერ; ისგ ჯგუფის წევრები შეხვედრაზე განიხილავენ სსსმ მოსწავლის მიმდინარე
    საგანმანათლებლო პროცესს, მის სასწავლო შედეგებს, გამოწვევებს, გამოყენებული სწავლების სტრატეგიების ეფექტურობას, ინდივიდუალური
    სასწავლო გეგმაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროებას, სწავლებაში ახალი მიდგომებისა და მეთოდების დანერგვის საჭიროებას და
    აუცილებელ რესურსებს.
  7. ისგ ჯგუფის შეხვედრებზე სპეციალური მასწავლებელი/კლასის დამრიგებელი აწარმოებს სხდომის ოქმებს. ყველა სხდომის ოქმი ინახება
    მოსწავლის პირად საქმეში.
  8. სასწავლო წლის დასასრულს, ისგ ჯგუფის წევრი თითოეული მასწავლებელი აფასებს შესაბამის საგანში სსსმ მოსწავლის მიღწევების (ცოდნა,
    უნარ-ჩვევები) შესაბამისობას ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სასწავლო შედეგებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ანგარიშს
    წარუდგენს დირექტორს, პედაგოგიურ საბჭოს და მშობელს.

17

სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის, შეფასება, დასწრება და აღრიცხვა

  1. სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება ხდება იმავე პრინციპით, როგორც ფასდება ნებისმირი სხვა მოსწავლის აკადემიური მიღწევა. თუ
    სსსმ მოსწავლე განათლებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, ფასდება მის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული
    მიზნების მიღწევის დონე. სსსმ მოსწავლე, რომელიც წარმატებით ძლევს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ფასდება მაღალი ქულით.
  2. სსსმ მოსწავლისთვის სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულები გამოითვლება იმავე პრინციპით, როგორც სხვა მოსწავლეებისთვის.
  3. მულტიდისციპლინური გუნდის წინასწარი დასკვნის საფუძველზე, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია:
    ა) სსსმ მოსწავლე გადავიდეს მომდევნო კლასში იმ შემთხვევაში, თუ ის, დასკვნის საფუძველზე, არ ესწრება ერთ ან რამდენიმე საგანს და არ აქვს
    შეფასება შესაბამის საგანში/საგნებში.
    ბ) სსსმ მოსწავლის წლიური ქულა გამოანგარიშდეს საგნის/საგნების ერთი სემესტრის შეფასების საფუძველზე.
  4. საბაზო/საშუალო საფეხურის სსსმ მოსწავლის მიერ სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30 % და მეტი გაცდენის შემთხვევაში, ის
    ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად, ექსტერნატის ფორმით აბარებს გამოცდას.
    სსსმ მოსწავლის შინ სწავლება
  5. იმ შემთხვევაში, თუ სსსმ მოსწავლეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს სკოლაში სიარულის საშუალებას, სკოლა მიმართავს
    მულტიდისციპლინურ გუნდს, რომლის დასკვნის საფუძველზეც სსსმ მოსწავლე სწავლას განაგრძობს შინ სწავლების ფორმით. ამ შემთხვევაში
    მოსწავლე ირიცხება სკოლაში, მაგრამ არ ესწრება გაკვეთილებს. სკოლა უდგენს მას ინდივიდუალური სწავლების სპეციალურ გეგმას, რომლის
    მიხედვითაც მოხდება სსსმ მოსწავლის შინ სწავლება.
  6. მულტიდისციპლინური გუნდი განსაზღვრავს და სკოლასთან და მშობელთან ათანხმებს სსსმ მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.
  7. შინ სწავლების მეთოდით გათვალისწინებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად იქნება მიახლოებული ეროვნულ სასწავლო
    გეგმასთან. სკოლა დაადგენს განრიგს, რომლის მიხედვითაც სკოლის მიერ განსაზღვრული საგნის მასწავლებელი და საჭიროების შემთხვევაში,
    სპეციალური მასწავლებელი განახორციელებენ სსსმ მოსწავლესთან ვიზიტებს. სკოლამ/ისგ ჯგუფმა უნდა განახორციელოს შინ სწავლების პროცესის
    მონიტორინგი სკოლის მიერ შერჩეული ფორმატით.
  8. შინ სწავლების პროცესში ჩართული იქნება სსსმ მოსწავლის მშობელი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს ყოველდღიური დავალებების
    შესრულებაში.
  9. შინ სწავლების პროცესში შესაძლებელის გამოყენებულ იქნეს ინტერნეტი და ვიდეოკონფერენციები.
  10. სსსმ მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს შინ სწავლებაზე მყოფი მოსწავლისათვის შესაბამისი კლასის საათობრივი
    ბადით განსაზღვრული თითოეული საგნის (გარდა ფიზიკური აღზრდისა (სპორტი)) კვირაში მინიმუმ ერთი აკადემიური საათის ოდენობით
    ჩატარებას.
    იმისათვის, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლემ (სსსმ) სკოლაში თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს:
     სკოლა ქმნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლისათვის მიმართულების განსაზღვრას, ინდივიდუალური
    სასწავლო გეგმების შემუშავებას და ხელს შეუწყობს მის განხორციელებას.
     სკოლის შესასვლელში გაკეთებულია პანდუსი, რომლის საშუალებითაც ისინი იოლად შეძლებენ გადაადგილებას სკოლის პირველ
    სართულზე და ურთიერთობას თანატოლებთან.
     სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად, იქმნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა;
     მასწავლებელს, მულტიდისციპლინურ გუნდთან შეთანხმებით, საჭიროებისამებრ, შეეძლება სსსმ მოსწავლეს შეუცვალოს გაკვეთილები
    ან შეუმციროს რაოდენობა.

18

 მასწავლებელს შეეძლება საჭიროებისამებრ, შეიმუშაოს ალტერნატიული აქტივობები;
 ცოდნის ხარისხის გაზრდის მიზნით, ჩაუტაროს დამატებითი მეცადინეობა, შეაფასოს ინდივიდუალური მიღწევების მიხედვით;
 სკოლა წაახალისებს მოსწავლეს, ზოგჯერ უბიძგებს კიდეც, გახდეს დამოუკიდებელი, რამდენადაც ეს მისთვის იქნება შესაძლებელი;
 სკოლა ჩამოუყალიბებს მოსწავლეს სხვადასხვა უნარს (კითხვის, წერისა და აზროვნების უნარები, რომელიც დამოუკიდებელი
ცხოვრებისათვის არის საჭირო);
 ვიზუალური გზით სწავლებისას გამოყენებული იქნება ნახატმანიპულაციები, (მათემატიკის) დიაგრამები, ილუსტრირებული
სახელმძღვანელოები, ვიდეოები, ფორმატები, სლაიდები და სხვა თვალსაჩინოებები;
 გამოყენებული იქნება სხვადასხვა თამაში სოციალური განვითარებისთვის;
 სსსმ მოსწავლის სწავლების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული სსსმ მოსწავლის მშობელი.
 სასკოლო სასწავლო გეგმას დანართი N5 სახით თან ერთვის სსსმ მოსწავლისათვის შესადგენი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ნიმუში.
 ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული/გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება
 ”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, სკოლას შეუძლია, საკუთარი სურვილისა და
შესაძლებლობების ფარგლებში, შესთავაზოს მოსწავლეებს დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება. ასეთი სახის
მომსახურება შესაძლებელია სკოლამ შესთავაზოს მოსწავლეს, როგორც უფასო, ისე ფასიანი მომსახურების სახით. ეროვნული სასწავლო
გეგმით გათვალისწინებული/გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება შეიძლება იყოს
მოსწავლისთვის შეთავაზებული ფაკულტატური ან სავალდებულო საგნის სახით.
ამ მხრივ, სკოლის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, 2022-2023 სასწავლო წელს სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს:
ხალხური ცეკვა,I–VIII კლ.
აღწერა:ხალხური ცეკვა ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. იგი, დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება, მნიშვნელოვნად გაამდიდრე
ბს ზოგადი განათლების სისტემას.
ქართული ხალხური ცეკვის შესწავლა ემსახურება მოსწავლის ფიზიკურ და ესთეტიკურ განვითარებას, მოზარდ თაობაში ზოგადი კულტურის აღზრდ
ას. დახვეწილი გემოვნების, ღირსების გრძნობის, შრომისმოყვარეობის, კორექტული ქცევის, აგრეთვე საკუთარი თავის ფლობის უნარის განვი
თარებას.ქართული ცეკვა მკვეთრად გამოხატული ხასიათითა და მუხტით უვითარებს მოსწავლეს ეროვნულ თვითშეგნებას და უყალიბებს ტრ
ადიციისადმი პატიცისცემის გრძნობას.
ქართული ცეკვის სწავლების მიზანია:
● ქართული ცეკვის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
● საცეკვაო-შემოქმედებითი უნარის განვითარება;
● პლასტიკური გამომსახველობის, კოორდინაციის, მოძრაობის კულტურის გამომუშავება, ტანადობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
ამ საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, ქართული ცეკვის სწავლება სკოლაში ითვალისწინებს შემდეგი ამოცანების გადაჭრას:
● მოტორული მეხსიერებისა და რიტმის გრძნობის განვითარება;
● საკუთარი სხეულის ფლობისა და მუსიკის ხასიათის გადმოცემის უნარის განვითარება;
წრეობრივი მუშაობის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან ქართული ცეკვის ელემენტებს, გამოუმუშავდებათ და ჩამოუყალიბდება
თ პრაქტიკული ჩვევები, რომლებიც მათი პლასტიკური გამომსახველობისა და საცეკვაო-
იმპროვიზაციული უნარების განვითარებას ემსახურება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
 ცეკვის დროს მოძრაობს სწორხაზობრივად, დიაგონალურად, ხვეულად, რკალისებურად, წრეზე, ფრონტალურად, საგიტალურად;
 ასრულებს ცეკვის მოძრაობებს, ილეთებს, კომბინაციებს, ფრაგმენტებს, მარტივ კომპოზიციებს ინდივიდუალურად, წყვილში, ჯგუფურად;

19

 სხვებთან ერთად მონაწილეობს საფერხულო ცეკვებში;
 სინქრონულად მოძრაობს პარტნიორთან, ჯგუფთან;
 სხვებთან ერთად ცეკვის დროს იცავს სათანადო დისტანციას;
ხალხური საკრავები. I–VIII კლ.
აღწერა:კოლაში დამატებით საგანმანათლებლო მომსახურების სახით იმოქმედებს ქართული ხალხური საკრავებისა წრე, რომლის მიზანია ქართული ხ
ალხური საკრავებისა და სიმღერების შესწავლა, აგრეთვე აზიაროს მოსწავლეები მუსიკალური ხელოვნების საფუძვლებს, შეაყვაროს მათ ეროვ
ნული კულტურული მემკვიდრეობა.
სახვითი ხელოვნება. I–VIII კლ.
აღწერა:წრით სარგებლობა შეუძლია ხელოვნების დარგით დაინტერესებულ მოსწავლეს. წრის მიზანია ხელოვნებით დაინტერესებული მოსწავლეების
 უნარჩვევების განვითარება. სასწავლო პროგრამა დაფუძნებულია პრაქტიკულ მეცადინეობებზე. მოსწავლეები გაიუმჯობესებენ სახვით და წა
რმოსახვით უნარებს, ჩაერთვებიან შემოქმედებით საქმიანობაში.
ყოველი სემესტრის ბოლოს შესაძლებელია სკოლაში გაიმართოს გამოფენა, რომელზედაც წარმოდგენილი იქნება ხელოვნების კლუბის მოსწავლეების 
მიერ კლუბის მიმდინარეობისას შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც სხვადასხვა თემას უკავშირდება.
კლუბები-(უფასო მომსახურება)
I კლასიდან: ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბი
III კლასიდან: ბუნების მეგობართა კლუბი
VII კლასიდან:  მათემატიკის კლუბი დაინტერესებული  იმ  მოსწავლეებისათვის, რომელთაც უყვართ ლოგიკური, სახალისო, რთული და
არასტანდარტული ამოცანების ამოხსნა.
X კლასიდან:რელიგიების ისტორიის შემსწავლელთა კლუბი იმ  მოსწავლეებისათვის, რომელთაც უყვართ რელიგიების იდუმალი სამყარო.

დანართი N2

შპს სკოლა თამარისი

I-XII კლასების სახელმძღვანელოების ჩამონათვალი 2023-2024 სასწავლო წელი.

I კლასი

დანართი N5

სარჩევი
ზოგადი ინფორმაცია 35
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის შეხვედრების კალენდარი 35
მონაცემები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის მიმდინარე სასწავლო პროცესის თაობაზე 36
მოსწავლის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების აღწერა 38
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (საგანი 1) 38
მოსწავლის ცოდნის აქტუალური დონის აღწერა 38
გრძელვადიანი მიზნები 39
კომპლექსური დავალება, მოკლევადიანი მიზნები, აქტივობები 39
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (საგანი 2) 40
მოსწავლის ცოდნის აქტუალური დონის აღწერა 40
გრძელვადიანი მიზნები 40
კომპლექსური დავალება, მოკლევადიანი მიზნები, აქტივობები

მოსწავლის პროგრესის შეფასება 41
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (საგანი 3) 41
მოსწავლის ცოდნის აქტუალური დონის აღწერა 41
გრძელვადიანი მიზნები 41
კომპლექსური დავალება, მოკლევადიანი მიზნები, აქტივობები 42
მოსწავლის პროგრესის შეფასება 42

მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Explore More

შინაგანაწესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები 2 3 მუხლი 7. ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და მიცემის წესი 4 გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;დ) ერთჯერადი (ფულადი) პრემიის გაცემა;ე) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრე მოხსნა.