0 Comments

მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის და

 სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წეს

თავი 1. სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და შემდგომ გასავლელი ეტაპების თაობაზე, სკოლა იცავს ყველა იმ მექანიზმს, რომელიც დადგენილია კანონმდებლობით და დაინტერესებულ პირს განუმარტავს, რომ:

  • ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, პირველ კლასში რეგისტრირდება კანონმდებლობით დადგენილ ასაკს მიღწეული პირები.
  • კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15-ს.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პირველ კლასში მოსწავლეთა რეგისტრაცია

  1. სკოლის  პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრება ავტორიზაციით განსაზღვრული სკოლისთვის დადგენილი მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის შესაბამისად.  
  •  სკოლა უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების პროპორციულად გადანაწილებას პარალელურ კლასებში.
  • პირველკლასელთა რეგისტრაციისა და მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ მოსწავლის ჩასარიცხად, აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები.

   პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია2:

  • წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. არასრულწლოვანი მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).  დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
  • სკოლა, შესაბამისი სასწავლო წლის დაწყებამდე, პირველ კლასში ჩარიცხული მოსწავლის/მოსწავლეების შესახებ ინფორმაციას და ამ მოსწავლის/მოსწავლეების პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს ასახავს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში3 (eschool.emis.ge).

დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოსწავლეთა ჩირიცხვა

  • სკოლა  ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში  ავსებს მობილობის მოთხოვნის ელექტრონული ფორმას და მოთხოვნის დადასტურების შემდეგ, მოსწავლეს ჩარიცხავს იმ კლასში, რომლის წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამაც აქვს დაძლეული.
  • სკოლა უფლებამოსილია, მობილობის მსურველის ჩარიცხვის შემდგომ, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე, დაადგინოს მოსწავლის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა, ცალკეულ საგანში/საგნებში მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საჭიროების განსაზღვრის მიზნით.
  •  II-IX კლასებში ჩასარიცხად მოსწავლის კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს სკოლას და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაც:
  • სრულწლოვანი მოსწავლის, ხოლო არასრულწლოვანი მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. არასრულწლოვანი მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
    • საშუალო საფეხურზე მოსწავლეთა ჩირიცხვა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება საშუალო საფეხურზე ჩარიცხვის მსურველ პირებს და მათ კანონიერ წარმომადგენლებს განუმარტავს, რომ:

  • საშუალო საფეხურზე (X-XII კლასები) მოსწავლე ირიცხება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მობილობის მსურველის ჩარიცხვის შემდგომ, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე, დაადგინოს მოსწავლის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა, ცალკეულ საგანში/საგნებში მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საჭიროების განსაზღვრის მიზნით.
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარება და მოსწავლის ჩარიცხვა
  • ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულება, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების მქონე პირის სკოლაში ჩარიცხვის მსურველ მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს, მას შემდეგ რაც მიიღებს განცხადებას და დოკუმენტაციას, განუმარტავს, რომ მათ უნდა მიმართონ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (https://eqe.ge/ka/faq/18/show), რომელიც შეისწავლის მოსწავლის საგანმანათლებლო ისტორიას და დაადგენს საქართველოს ზოგადი განათლების სისტემასთან შესაბამისობას.
  • პროცესის დასრულებამდე, დაინტერესებული პირი  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში წერს განცხადებას, რომ მოსწავლე დაესწროს საგაკვეთილო პროცესს. ხოლო აღიარების შემდეგ  იწერება განცხადება ჩარიცხვის თაობაზე.
  • აღიარების საფუძველზე განისაზღვრება, თუ რომელ კლასში ჩაირიცხება მოსწავლე და რა პირობებით.
  • სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვის ფორმალურ განათლებაში ჩართვა
  • განათლების მიღმა დარჩენილი მოზარდის ან სწავლის მიტოვების მაღალი რისკის მქონე მოსწავლეების ზოგად განათლებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის, სკოლაში, მშობლის/მეურვის მომართვის შემთხვევაში დგინდება ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროებები და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის რეკომენდაციების საფუძველზე, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვი ირიცხება ასაკის შესაბამის კლასში ან არაუმეტეს 3 კლასით დაბალ კლასში.

თავი 2. მოსწავლის სტატუსის შეჩერება

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩერებს მოსწავლის სტატუსს იმ შემთხვევაში, თუ:

  • ა)  მოსწავლე 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში/არ მონაწილეობს დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებში და არ იღებს შეფასებას;

ბ) მოსწავლე მიემგზავრება/გაემგზავრა საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას;

გ)  სკოლაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე და სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე;

დ) არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/სრულწლოვანი მოსწავლე  სკოლას მიმართავს სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებით. არასრულწლოვანი მოსწავლის სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილების მიღებამდე სკოლა ვალდებულია მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალურ მუშაკთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეფერირების გზით, დაადგინოს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის მიზეზები. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი ვალდებულია, თავის მხრივ, მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს რეფერირება შესაბამის ორგანოში

მოსწავლეს  ავტომატურად უჩერდება სტატუსი, თუ სკოლას უარი ეთქვა ავტორიზაციაზე, გაუუქმდა ავტორიზაცია ან გავიდა ავტორიზაციის ვადა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ათი სამუშაო დღის ვადაში არ მიმართავს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის მოთხოვნით.

მოსწავლის სტატუსის შეწყვეტა

1.სკოლა ვალდებულია ფინანსური დავალიანების წარმოშობის შემთხვევაში მოსწავლეს დაასრულებინოს მიმდინარე სასწავლო სემესტრი.

2.  სკოლა უფლებამოსილია ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს შეუწყვიტოს მოსწავლის სტატუსი მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულების შემდეგ, მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე გონივრულ ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლის შეუფერხებელი მობილობის უზრუნველსაყოფად.

3. სკოლა ვალდებულია ფინანსური დავალიანების წარმოშობისთანავე წერილობით გააფრთხილოს მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი და განუსაზღვროს მას გონივრული ვადა შესაბამისი ვალდებულების შესასრულებლად, აგრეთვე განუმარტოს ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგები.

4. სკოლა ვალდებულია მოსწავლისთვის მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა წერილობით აცნობოს სამინისტროს და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს ამ გადაწყვეტილების თაობაზე.

5.მოსწავლისთვის მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში  სკოლა ვალდებულია მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში მის ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

6.  სკოლა ვალდებულია მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის სურვილით მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობის შემთხვევაში მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში მის ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან და მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ სათანადო განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, აგრეთვე მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს 5 სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნოს წინასწარ გადახდილი სწავლის საფასური (არსებობის შემთხვევაში)

თავი 3. სტატუსის აღდგენა

  • მოსწავლის სტატუსის აღდგენა ხდება, სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით, მას შემდეგ რაც მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს იმავე სკოლას (ან უფლებამონაცვლე, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში სასურველი სკოლა), რომელმაც კანონმდებლობის შესაბამისად, მოსწავლეს შეუჩერა ან/და შეუწყვიტა სტატუსი და ორი სამუშაო დღის ვადაში ინფორმაციას ასახავს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

თავი 4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობა

სკოლა მოსწავლის მობილობით დაინტერესებულ პირს განუმარტავს, მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებს, (ასევე იმ შემთხვევაში თუ სკოლაში არ არის თავისუფალი ადგილები კერძოდ, რომ მობილობა დაუშვებელია:

  1. კალენდარული წლის პირველი სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე;
  2. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი კლასის მოსწავლეებისათვის, რომლებმაც სწავლა დაიწყეს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 71 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასწავლო წლის დაწყების თარიღზე (შემდგომში – სასწავლო წლის დაწყების თარიღი) გვიან. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირველი კლასის მოსწავლეებზე, რომლებსაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი შეუსრულდათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის ჩათვლით და სწავლობენ იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებმაც სწავლა დაიწყეს სასწავლო წლის დაწყების თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვისა;
  3. სასწავლო წლის დასრულებამდე 30 კალენდარული დღის განმავლობაში;
  4. მე-12 კლასელებისათვის მე-12 კლასის მე-2 სემესტრის მიმდინარეობისას.

ხოლო, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, სკოლის ან/და მოქალაქის მიმართვიანობის შემთხვევაში, მობილობისთვის შეზღუდულ პერიოდში, თანხმობას/უარს გასცემს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

  • მობილობისთვის, სკოლა მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს დეტალურად აცნობს საჭირო პროცედურებს, რომლის განხორციელების შემდეგ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომლიდანაც გადადის მოსწავლე, ხდენს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მობილობაზე შემოსული ელექტრონული მოთხოვნის დადასტურებას ან უარყოფას.
  • იმ შემთხვევაში თუ, სკოლისთვის ცნობილი გახდება, რომ მოსწავლის მობილობასთან დაკავშირებით, მშობლებსა ან/და კანონიერ წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა და აქედან რომელიმე მხარე წინააღმდეგია აღნიშნულის, ამ შემთხვევაში სკოლა არ ადასტურებს მობილობის ელექტრონულ მოთხოვნას, იმ დრომდე სანამ მშობლებს შორის არ დასრულდება სასამართლო დავა და/ან იმ დრომდე სანამ არ მიიღებს ორივე მშობლის წერილობით თანხმობას, აღნიშნულის შესახებ პასუხს აცნობებს ორივე დაინტერესებულ მხარეს და საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლის ინტერესების გათვალისწინებით, ინფორმაციას აწვდის სოციალურ მუშაკს.
  • ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია და ამის შესახებ აცნობს მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და მოსწავლეს, რომ მობილობის მსურველის ჩარიცხვის შემდგომ, სკოლამ, შესაძლოა, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე, დაადგინოს მოსწავლის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა, ცალკეულ საგანში/საგნებში მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საჭიროების განსაზღვრის მიზნით.

თავი 5. კლასისა და საფეხურის დაძლევა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება წინასწარ აცნობს მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს საჭირო და გასათვალისწინებელ ინფორმაციას კლასისა და საფეხურის  დაძლევის შესახებ, კერძოდ:

  • კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.
  • იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საგნის წლიური ქულა არის 5-ზე ნაკლები, სკოლა ვალდებულია მოსწავლეს დაუნიშნოს საშემოდგომო გამოცდა ამ საგანში. საშემოდგომო გამოცდის ჩატარების წესი და პროცედურა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.
  • მოსწავლისთვის საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და დაძლეული აქვს საბაზო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს მას საბაზო განათლების ატესტატის აღების ან/და საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
  • ასევე,  საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და დაძლეული აქვს საშუალო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც მოსწავლეს აძლევს  საშუალებას საშუალო განათლების ატესტატის აღების უფლებას.
  • ექსტერნატის ფორმით ამა თუ იმ საფეხურზე ზოგადი განათლების მიღება ითვალისწინებს პირის მიერ ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/ სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების დამოუკიდებლად დაძლევას.
  • მულტიდისციპლინური გუნდის წინასწარი დასკვნის საფუძველზე, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია:

ა) სსსმ მოსწავლე გადავიდეს მომდევნო კლასში იმ შემთხვევაში, თუ ის, დასკვნის საფუძველზე, არ ესწრება  ერთ ან რამდენიმე საგანს და არ აქვს შეფასება შესაბამის საგანში/საგნებში.

ბ) სსსმ მოსწავლის წლიური ქულა გამოანგარიშდეს საგნის/საგნების ერთი სემესტრის შეფასების საფუძველზე.

  • თუ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულია წლიური გამოცდის ჩატარება და დადგენილია, რომ მას აბარებენ ის სსსმ მოსწავლეებიც, რომლებიც ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლობენ, სკოლა  უზრუნველყოფს საგამოცდო მასალის ადაპტირებას – იქმნება ინდივიდუალური საგამოცდო პროგრამა, რომელიც დაეყრდნობა სსსმ მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts