შპს თამარისი
შვიდწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა
2024-2031 წლები
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს 2024 – 2031 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმის პროექტს, რომელიც სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარეობს. მასში ასახულია სტარტეგიული მიზნების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.
სკოლის მისიაა:–შპს თამარისი სთავაზობს:უსაფრთხო,პოზიტიურ,მზრუნველ და აკადემიურ გარემოს. მიზნად ისახავს:აღზარდოს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე, ქრისტიანულ- დემოკრატიულ ცნობიერებაზე დაფუძნებული მსოფლიოს მოქალაქეები.დაუმკვიდროს ცხოვრების ჯანსაღი წესი.დაეხმაროს ოჯახის, საზოგადოებისა და სამშობლოს წინაშე უფლება–მოვალეობების,თითოეული სასწავლო დისციპლინის, როგორც შემეცნების ერთიანი თეორიის ცალკეული რგოლის გაცნობიერებაში.შეუქმნას ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მქონე თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობები.
იღებს ვალდებულებას: მოსწავლეებს განუვითაროს სასწავლო დისციპლინებში ზოგადი კანონზომიერების დანახვის უნარი.
სკოლის ხედვაა: სასკოლო საზოგადოების კონსტრუქციული თანამშრომლობითა და პასუხისმგებლობის განაწილებით გზით ბავშვის, როგორც პიროვნების(ბედნიერი და რეალიზებული),ბავშვის, როგორც მოქალაქის (ღირსეული და ერუდირებული) ჩამოყალიბება.
სკოლის ღირებულებები:
სამართლიანობა.
სამშობლოს სიყვარული.
თანაგანცდა.
პატიოსნება.
ღირსება.
შემწყნარებლობა.
კანონმორჩილება და ტრადიციების პატივისცემა
სტრატეგიული მიმართულებები:
სკოლის შესაძლებლობებისა და გარემოს შესწავლის (SWOT ანალიზი), მისიითა და ხედვით განსაზღვრული მიზნებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება/მოვალეობების განხორციელებისათვის შპს თამარისს დაგეგმილი აქვს 2024-2031 წლებში იმუშაოს შემდეგი სტრატეგიული მიმართულებით:
- სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება
- ადამიანური რესურსის განვითარება
- მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება
- უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა
- სასკოლო საზოგადოების ჩართულობა
- სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება













უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა

სასკოლო საზოგადოების ჩართულობა


